კორონავირუსის პრევენციის მიზნით ჩეხეთში 1 სექტემბრიდან კვლავ სავალდებულო გახდება პირბადეების ტარება ტრანსპორტში
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
ჩეხეთის რესპუბიკაში 19 აგვისტოს გამოვლინდა კორონავირუსით დაინფიცირების 283 ახალი შემთხვევა, რითაც 20 483-მდე გაიზარდა დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა.
ეპიდემიის პერიოდში, ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, განიკურნა 15 184 პაციენტი, 401 - გარდაიცვალა.
კორონავირუსის შემთხვევების ოდნავი მატებისა და შემოდგომაზე მოსალოდნელი რთული ეპიდვითარების გათვალისწინებით, ჩეხეთის მთავრობა კვლავ აპირებს სავალდებული გახადოს 1 სექტემბრიდან პირბადეების ტარება ყველა სახის ტრანსპორტსა და არაერთ დახურულ დაწესებულებაში.
ამჟამად პირბადეების ტარება აუცილებელია მხოლოდ მეტროში.
ამასთან 14 დღიდან 10-მდე შემცირდება კარანტინში ყოფნის ვადა.
იმ ქვეყნებისათვის ჩამოსული ვიზიტორებისათვის, სადაც COVID-19- ფართოდაა გავრცელებული, სავალდებულო იქნება კორნავირუსზე ჩატარებული ნეგატიური ტესტირების დამადასტურებელი ცნობა ან კარანტინის გავლა.
დღეისათვის ჩეხეთის მთავრობამ ბოლომდე გახსნა საღვრები მეზობელ სლოვაკეთთან, ავსტრიასთან და გერმანიასთან, ასევე შეუზღუდავია მიმოსვლა უნგრეთთან.
https://www.radiotavisupleba.ge/a/30791521.html
#ახალი_ამბები
#twitter