ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოს 4 კოვიდინფიცირებული დაემატა
Tbilisi Daily
დღის ბოლოს კი ქუთაიასის ინფექციურ საავადმყოფოს კიდევ 4 ახალი ინფიცირებული დაემატა. ისინი უკვე დადასტურებული შემთხვევების კონტაქტები არიან. კლინიკაში ჯამში 61 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს, მათგან 7 მოზარდი, 2 კრიტიკულად მძიმე და 8 საშუალო სიმძიმის პაციენტია.
იმერეთში გუშინ 104 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. საქართველოში გუშინ კორონავირუსის 919 ახალი შემთხვევიდან, 366 თბილისში გამოვლინდა.
კიდევ 4 პაციენტი კი გარდაიცვალა.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.