Საქართველოში 15 332 კოვიდინფიცირებულია

Tbilisi Daily

საქართველოში კოვიდინფიცირებულთა დღიური მაჩვენებელი ბოლო დღეებში 2000-ს აჭარბებს. თითქმის ყოველდღიურად, 15-ზე მეტი გარდაცვლილია. გასულ დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსის 2 401 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 976 ინფიცირებულით კვლავ პირველ ადგილზეა თბილისი. 368 ახალი შემთხვევით მას მოსდევს იმერეთი, აჭარამ კი 328 ინფიცირებულით მესამე ადგილზე გადაინაცვლა. ამ ეტაპზე აქტიურ შემთხვევათა რაოდენობა ჯამში, ქვეყნის მასშტაბით 15 332 -ს შეადგენს. 4 489 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტი გვყავს 638, აქედან ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 293. 2 446 ადამიანი არის კოვიდსასტუმროში, 8 397 კი სახლში მკურნალობს. საკარანტინო სივრცეში 3 160 ადამიანია მოთავსებული. დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაშია 28 690 ადამიანი.