აზერბაიჯანი მთიანი ყარაბაღის საკითხზე არსებული ფორმატიდან საფრანგეთის ჩამოცილებას მოითხოვს
Interworld
ა.წ. 26 ნოემბერს, აზერბაიჯანელმა დეპუტატებმა ეუთოს „მინსკის ჯგუფის“ ფორმატიდან ფრანგული მხარის ჩამოშორება მას მერე მოითხოვეს, რაც საფრანგეთის სენატმა მთიანი ყარაბაღის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის მოთხოვნას დაუჭირა მხარი.
საფრანგეთის პარლამენტის ზედა პალატამ ა.წ. 25 ნოემბერს მიიღო არასავალდებულო რეზოლუცია, რომელიც ხელისუფლებას მოუწოდებს რეგიონი ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოს აღიაროს.
ზემოხსენებულ რეზოლუციაში ნათქვამია, რომ მთიანი ყარაბაღის რეგიონის „სახელმწიფოდ გამოცხადება“ შეიძლება იქნას გამოყენებული, როგორც მოლაპარაკებების ინსტრუმენტი, მუდმივი მშვიდობის დასამყარებლად. დოკუმენტში ასევე მითითებულია, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკა არ უზრუნველყოფს ამ ტერიტორიაზე მცხოვრები ეთნიკურად სომეხი მოსახლეობის უსაფრთხოებასა და თავისუფლებას.
ზემოხსენებულის საპასუხოდ აზერბაიჯანელმა დეპუტატებმა ა.წ. 26 ნოემბერს მიიღეს რეზოლუცია, სადაც ადგილობრივ ხელისუფლებას მოუწოდებენ თხოვნით მიმართოს ეუთოს, რათა „მინსკის ჯგუფის“ თანა თავმჯდომარის პოზიციიდან ამ სახელმწიფოს ჩამოშორება მოხდეს. მათ ასევე მოუწოდეს ოფიციალურ ბაქოს, გადაიხედოს საფრანგეთთან არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები.
მომზადებულია რატი ერისთავის მიერ.
#France #Azerbaijan #Nagorno #Karabakh #conflict #interworld