მოროკოს და ემირატების დაპირისპირება

Middleeast Report

16 მარტს მაროკოს გაზეთ Assabah-ი ინფორმაცია გაავრცელა მაროკოსა და გაერთიანებული საემიროების შორის არსებული დიპლომატიური დაძაბულობის შესახებ. ამავე წყაროს ცნობით, მაროკომ აბუ დაბიდან ელჩები გაიწვია. მაროკოს და გაერთანებულ საემიროებს შორის უკვე  რამდენიმე თვეა უპრეცედენტო დაძაბულობაა, რომელიც კიდევ უფორ გაღრმავდება. ამის ერთ-ერთი ნიშანი ისიც არის, რომ ემირატებს უკვე წელიწადზე მეტია რაბათში ელჩი არ ჰყავს დანიშნული. ოფიციალურად, არც ერთ მხარეს განცხადება არ გაუკეთებია ამ დაძაბულ ვითარებასთან დაკავშირებით, არც ელჩების გაწვევაზე რაიმე განცხადება გაკეთებულა. ორ არაბულ სახელმწიფოს შორის ურთიერთობა მკვეთრად დაიძაბა, იმის შემდეგ, რაც რაბათმა განაცხადა, რომ ყატარის კრიზისში არ გახდებოდა მხარე და ნეიტრალიტეტს შეინარჩუნებდა. როგორც ვიცით, 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ყატარში უნდა ჩატარდეს, ხოლო დოჰა ამ სფეროში მაროკოსთან თანამშროლმობს, რადგან მაროკოს მსგავსი ღონისძიებების ჩატარების გამოცდილება აქვს. ორ სახელმწიფოს შინგან საქმეთა სამინსიტროები თანამშრომლოებენ ამ კუთხით, განსაკუთრებით, რაც უსაფრთხოების საკითხებს ეხება. ასევე, მაროკოელი სამხედროები ყატარში სამხედრო წვრთნებში მონაწილებას იღებდნენ. #politics #news #opinion #events #religion #africa #middleeast #mena #ambassador #morokko #uae #emirates #ახალიამბები #ახლოაღმოსავლეთი #აფრიკა #ემირატები #მოროკო