საქართველოში კორონავირუსის 1 351 შემთხვევა დაფიქსირდა

Tbilisi Daily

საქართველოში კორონავირუსის 1 351 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამჟამად ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 21208-ს შეადგენს. აქედან გამოჯანმრთელებულია 9003 ადამიანი. ამასთან, დღეს კორონავირუსისგან გარდაიცვალა 14 ადამიანი. ინფორმაცია უკვე განახლდა მთავრობის მიერ შექმნილ გვერდზე. ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმშ იმყოფება 6582 ადამიანი, სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშ 2895.