ზურაბ გორგილაძის ლექსი ქუთაისის 37- ე სკოლის კედელზე განათავსეს
Kutaisi Daily
პროექტის, "ლექსი კედელზე" ფარგლებში, ქუთაისის 37- ე სკოლის კედელზე მე-20 საუკუნის დიდი ქართველი პოეტის ზურაბ გორგილაძის ლექსი, ,,ჩაუმქრალი სანთლები" იგივე ,,ჰოიდა ნანა" გაიხსნა. ლექსი კალიგრაფიულად ახალგაზრდა რუსთაველმა კალიგრაფმა ვაჟა ერემეიშვილმა გადაწერა. ღონისძიება თურქეთში მცხოვრები ჩვენებურების ქართული ენის მასწავლებლის მერი დიასამიძის მეცენატობით გაიმართა.
შალვა კამლაძის საავტორო პროექტი ,,ლექსი კედელზე" მეოთხე წელია არსებობს. ქართული კალიგრაფით შესრულებული ნამუშევრების ნახვა ქუთაისში რამდენიმე ქუჩაზეა შესაძლებელი. ,,ჰოიდა ნანა" პროექტის ფარგლებში გახსნილი მე -9 კალიგრაფიული ნამუშევარია, რომელიც პირველად საჯარო საგანმანათლებლო დაწესებულების კედელზე განთავსდა.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.
Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს:
#სიახლე
#ლექსი
#პოეზია
#kutaisidaily
წყარო -
#ახალიამბები