გამოცდები აჭარაში ხარვეზის გარეშე მიმდინარეობს

Tbilisi Daily

ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველ დღეს აჭარაში არანაირ ხარვეზს ადგილი არ ჰქონია. რეგისტრაციისას რაიმე ტიპის ხარვეზი არ დაფიქსირებულა. ტემპერატურის ან სხვა სამედიცინო ჩვენებების გამო, ცალკე იზოლირებულ სექტორში არცერთი აბიტურიენტი არ გადაუყვანიათ. აჭარაში 4 საგამოცდო ცენტრია, აქედან სამი ბათუმში, ერთი კი ხულოში. ბათუმის სამ საგამოცდო ცენტრში, დღეს 26 აბიტურიენტი არ გამოცხადდა. სულ რეგისტრირებული იყო 684 მოქალაქე. რაც შეეხება საგამოცდო სექტორებს, ცენტრის ხელმძღვანელების თქმით, ოთახები გაგრილებულია, თუმცა მაღალი ტემპერატურის შემთხვევაში, აპლიკანტენთან შეთანხმებით შესაძლებელია კონდიციონერის ჩართვა, ამ დროს კი საჭიროა პირბადის ტარება. #ახალიამბები