ფერმერმა ბოლოკი შეზღუდვების გამო ვერ გაყიდა და ძროხებს აჭამა
Pirveliradio Ge
http://pirveliradio.ge/?newsid=141893
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ თაზექენდში მცხოვრებმა 34 წლის ველი ხატიროვმა აღებული მოსავალის რეალიზაცია ვერ მოახერხა. პროდუქტი საკუთარი მანქანით საძოვრებზე მიიტანა და პირუტყვს დაუყარა. რადიო “მარნეულთან” საუბრის დროს ველი ამბობს, რომ მსგავსი გადაწყვეტილაბა მას შემდეგ მიიღო, რაც მოსავლის რეალიზების ყველანაირი იმედი დაკარგა. კვირების განმავლობაში ადგილობრივი თვითმართველობის წარმოამდგენლები მას დახმარებას ჰპირდებოდნენ, თუმცა პროდუქტი უკვე გაფუჭდა.
“აქ, მარნეულის ბაზარში მაინც მომესწრო გაყიდვა. ეს გზებიც გადაკეტეს. პროდუქტები ფუჭდება. 10-15 დღის წინ მერს მივმართე. დამპირდა, რომ დამეხმარებოდნენ. არანაირი დახმარება არ მიგვიღია. ორი კაცი მოვიდა ჯიპით, პროდუქტებს დახედეს და წავიდნენ. ამის მერე არაფერი ყოფილა. ბევრმა ასე შეაჭამა პროდუქტები პირუტყვს- განაცხადა ველიმ.
ვალემ საკუთარი მოსავალი სათბურში მოიყვანა, რომელიც წესით მისი შემოსავლის წყარო უნდა ყოფილიყო.