კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატის კვლევა იწყება

Tbilisi Daily

სინგაპურში კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატ TY027-ის კლინიკური კვლევა იწყება. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. „კვლევის პირველი ფაზა 6 კვირა გაგრძელდება და მასში მონაწილეობას 23 ჯანმრთელი ადამიანი მიიღებს. თუ ეს ეტაპი წარმატებით ჩაივლის, მომდევნო ეტაპზე კვლევაში უფრო მეტ მოხალისეს, მათ შორის კორონავირუსით ინფიცირებულებს ჩავრთავთ“, - აცხადებენ მედიკამენტის შემქმნელ კომპანია Tychan-ში. პრეპარატი შედგება ლაბორატორიულ პირობებში შექმნილი მონოკლონალური ანტისხეულები, რომლებსაც კორონავურისის გამომწვევზე ზემოქმედება შეუძლიათ. სინგაპურის ეროვნული უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის პროფესორის, ოი ნ ინის განცხადებით, პრეპარატის გამოყენება ასევე შეიძლება სხვა ინფექციური დაავადებების წინააღმდეგ, მათ შორის პრევენციის მიზნით.