Კორონავირუსით 25 ადამიანი გარდაიცვალა

Tbilisi Daily

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების 25 ახალი შემთხვევა გამოვლინდა . პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 628 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 594 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 226 შემთხვევა, აჭარა - 64, იმერეთი - 87, ქვემო ქართლი - 24, შიდა ქართლი - 20, გურია - 32, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 64, კახეთი - 44, მცხეთა-მთიანეთი - 20, სამცხე-ჯავახეთი - 8, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 5.