რომან გოცირიძე: შეზღუდვების კანონპროექტს მხარს არ დავუჭერთ

Tbilisi Daily

ერთიანი ნაცონალური მოძრაობის დეპუტატის, რომან გოცირიძის განცხადებით, ფრაქცია დღეს დაესწრება პარლამენტის სხდომას, სადაც საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდვების დაწესების შესახებ კანონპროექტი უნდა განიხილონ. "როგორც არ შეიძლება ბავშვს ასანთი დააჭერინო, ასე არ შეიძლება, მეთვალყურეობის გარეშე მათი დატოვება", - ამბობს გოცირიძე. გოცირიძემ აღნიშნა, რომ კანონის შესწორებული ვერსია, რომლის მიხედვითაც მისი მოქმედების ვადა დროებითია, "გაცილებით უკეთესია", თუმცა მხარს არ დაუჭერენ და გაასაჩივრებენ: "ეს კანონი არადემოკრატიულია, ვერ მოიხსნა საკითხი მისი კონსტიტუციასთან შესაბამისობაზე, ის ისევ არაკონსტიტუციურია. იგი მაინც გასაჩივრდება საკონსტიტუციო სასამართლოში. გუშინწინ მთელი დღე ამტკიცებედნენ, რომ იგი საუკეთესო კანონია, დღეს კი სხვა რამეს ვიღებთ. ხელისუფლება მუდმივად თავის მართლების რეჟიმშია. მოვა პრემიერი აქ და ვაჩვენებთ იმ სურათს, რაშიც ჩააგდო მან ეს ქვეყანა... მოშალეს ეკონომიკა და დღეს აქეთ გვედავებიან", - განაცხადა გოცირიძემ. დეპუტატმა აღნიშნა ისიც, რომ გუშინ მნიშვნელოვნად შეიცვალა კანონპროექტი სახალხო დამცველისა და პოლიტიკური ოპოზიციის ზეწოლით