კლინიკა "ჯერარსში" კორონავირუსით ექიმი გარდაიცვალა
Pirveliradio Ge
კორონავირუსს ექიმი ემსხვერპლა. სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი
კლინიკაში "ჯერარსში" მკურნალობდა.
აღნიშნულ ფაქტს კლინიკის პრესსამსახური ადასტურებს, თუმცა აცხადებენ, რომ კორონავირუსით გარდაცვლილი ექიმი მათთან არ მუშაობდა. იგი კლინიკა "ჯერარსში" სამკურნალოდ რეგიონიდან გადაიყვანეს. სავარაუდოდ, გარდაცვლილი სასწრაფოს ექიმია.