Post

Tbilisi Daily

სოფელ მარტყოფის მონასტერში კაცი მოკლეს. სულ ცოტახნის წინ, სოფელ მარტყოფის მონასტრის კელიაში მოკლული კაცი იპოვეს. მამათა მონასტერში მყოფთა ცნობით მოკლული სასულიერო პირი არ ყოფილა. ახალგაზრდა კაცს ჭრილობა ყელის არეში აქვს მიყენებული. საპატრიარქოს პრესსამსახურის ცნობით მკვლელობა ეპარქიაში შეფარებულმა პირმა ჩაიდინა და რის შემდეგაც მონასტრიდან გაიქცა. მარტყოფის ეპარქიის წარმომადგენლების ცნობით ისინი ბევრ სოციალურად დაუცველ ადამიანს იფარებენ, მკვლელი კი ფსიქიურად დაავადებული იყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გამოძიება 108 მუხლით, განზრახ მკვლელობის საფუძველზე მიმდინარეობს. #მარტყოფისმონასტერი #საპატრიარქო #მკვლელობა #შსს #news