საპატრიარქოსთან შეთანხმებით დავგეგმავთ, თუ როგორ ჩატარდება აღდგომის დღესასწაული - ვახტანგ გომელაური

Tbilisi Daily

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, მოახლოებულ რელიგიურ დღესასწაულებთან დაკავშირებით მთავრობა საპატრიარქოსთან კოორდინაციაში იმყოფება. მისი თქმით, მთავრობა საპატრიარქოსთან შეთანხმებით დაგეგმავს, როგორ ჩატარდება აღდგომის დღესასწაული. "საპატრიარქოსთან კოორდინაციაში ვართ ყველა, არა მარტო შინაგან საქმეთა სამინისტრო, მთლიანად მთავრობა. გავიარეთ სხვადასხვა მიმართულებით, ახლა აღდგომა მოდის. ჯერ 2 კვირაა იქამდე. ამაზე შევჯერდებით, თუ როგორ ჩატარდება ყველაფერი. ველოდებით, 2 კვირაში რა იქნება, არავინ არ იცის, ჩვენ კი არა, მსოფლიოში რა იქნება, ეგ არ ვიცით, წინასწარ ვერ დავგეგმავდით ნამდვილად", — განაცხადა ვახტანგ გომელაურმა. #კორონავირუსი #საპატრიარქო #მთავრობა #აღდგომა #tbilisidaily