ფოთში, მდინარე რიონში ახალგაზრდა გოგოს ეძებენ.
Zugdidi Daily
ფოთში, მდინარე რიონში ახალგაზრდა გოგოს ამ დრომდე ეძებენ. შემთხვევა გუშინ გვიან ღამით მოხდა. თვითმხილველის ინფორმაციით, 20 წლამდე გოგო, ცოტნე დადიანის ხიდის მოაჯირზე იჯდა და ხიდიდან გადავარდა.
მდინარეში სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, პროცესში ჩართულია 14 მეხანძრე-მაშველი, მათ შორის 2 მყვინთავი. ორი ნავი და ერთი ექოლოტი, რომელიც ახდენს ფსკერის სკანირებას.
როგორც „ინტერპრესნიუსს” შსს-ში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით ძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
#ფოთი #სამეგრელო #რიონი #უბედურიშემთხვევა #სამძებროსამუშაოები #zugdididaily
_____________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.
Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com