"მონებო" - დაძაბული აქცია ბათუმში
Batumi Daily
დღეს, 4 ნოემბერს, ბათუმში, საარჩევნო ოლქის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე რამდენიმე პირი დაშავდა. დაზარალებულებს შორის არიან პოლიციელი და აქციის მონაწილეები, ერთ-ერთი კი,„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი – გიორგი კირთაძეა.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდა.
დღეს, 4 ნოემბერს, ბათუმის საარჩევნო კომისიას უნდა განეხილა 31 ოქტომბრის არჩევნების პროცესზე დაწერილი საჩივრები. ადგილზე არასამთავრობო სექტორის ხელმძღვანელებიც იყვნენ, რომლებიც სხდომას უნდა დასწრებოდნენ, თუმცა საოლქო კომისიის კარი ახლა ჩაკეტილი დახვდათ.
ჩამსხვრეული შუშის შედეგად დაშავებულები პირები სასწრაფო სამედიცინო სამსახურმა გადაიყვანა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. ბათუმში, საარჩევნო ოლქის წინ აქცია ამ დროისთვისაც მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები სკანდირებენ, რომ არჩევნები გაყალბებულია და ქვეყანაში "მონები" არიან.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#batumidaily #აჭარა #ბათუმი #ახალიამბებიაჭარაში