ოფიციალური ექსპერტიზის შედეგების თანახმად, ჯორჯ ფლოიდი მოკლულია

Tbilisi Daily

სამედიცინო ექსპერტიზამ დაადასატურა, რომ ჯორჯ ფლოიდი მოკლულია, - ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. ექსპერტიზის თანახმად, აფროამერიკელი მამაკაცის გარდაცვალება გულის გაჩერებამ გამოიწვია. კერძოდ, ოფიციალურ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სიკვდილი გამოიწვია „კისრის არეში დაწოლამ“. აღნიშნული დასკვნის გამოქვეყნებამდე ფორჯ ფლოიდის ოჯახმა მათ მიერ დაქირავებული სამედიცინო ექსპერტების მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები გამოაქვეყნეს, რომლის თანახმადაც, 46 წლის ჯორჯ ფლოიდი ასფიქსიის შედეგად გარდაიცვალა, რაც მის კისერსა და ზურგზე განხორციელებულმა დაწოლამ გამოიწვია. დამოუკიდებელი ექსპერტების ანგარიშში აღნიშნულია, რომ ფლოიდი მოკლულია. შეგახსენებთ, ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებას აშშ-ში მასობრივი საპროტესტო აქციები მოჰყვა. ქვეყნის 75-ზე მეტ ქალაქში შეკრებილი დემონსტრანტები ჯორჯ ფლოიდის დაკავებისას პოლიციის მიერ ძალის გადამეტებას აპროტესტებენ და ინციდენტში ჩართული ოთხივე პოლიციელის მიმართ მკვლელობის მუხლით ბრალის წაყენებას მოითხოვენ.