წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარე და მერიის ერთი თანამშრომელი დააკავეს

Tbilisi Daily

წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარე და საკრებულოს აპარატის ერთი თანამშრომელი დააკავეს. ინფორმაციას წალენჯიხის მერიაში ადასტურებენ და აცხადებენ, რომ დამატებით დეტალებს არ ფლობენ. არსებული ინფორმაციით, წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარის თემურ ღვინჯილიას სამსახურებრივ მანქანაში უაქციზო, კონტრაბანდული სიგარეტი იპოვეს.