მინიმალური შეზღუდვების გარკვეული დროით შენარჩუნება აუცილებელია - ხუნდაძე

Pirveliradio Ge

http://pirveliradio.ge/?newsid=143702 აუცილებელია, მინიმალური შეზღუდვების გარკვეული დროით შენარჩუნება, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე - ამის შესახებ პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. ხუნდაძის განმარტებით, ეპიდვითარებიდან გამომდინარე, მინიმალური შეზღუდვების გარკვეული დროით შენარჩუნება აუცილებელია. „22 მაისს ვწყვეტთ საგანგებო მდგომარეობას, მაგრამ ეპიდვითარებიდან გამომდინარე, აუცილებელია, მინიმალური შეზღუდვების გარკვეული დროით შენარჩუნება, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე. ამისათვის აუცილებელია, დაზუსტდეს არსებული კანონმდებლობა, რის მიხედვითაც მთავრობას ექნება უფლებამოსილება შეინარჩუნოს რიგი შეზღუდვები. მათ შორის; საზღვრების ეპიდემილოგიური კონტროლი, საკარანტინო სივრცეების მართვა, საჭიროების შემთხვევაში კლინიკებისა და ლაბორატორიების მობილიზება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეგულირება. პრევენციული ღონისძიებებისათვის აუცილებელი ვალდებულებების შემოღება, მაგალითად; პირბადეების ტარება, ფიზიკური დისტანცირება და ა.შ.“, - განაცხადა ხუნდაძემ. ხუნდაძის განმარტებით, საგანგებო მდგომარეობა ხელს აღარ შეუშლის საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას. „ცვლილებების მიღების შემდეგ აღარ იქნება საჭირო საგანგებო მდგომარეობის კვლავ გამოცხადება და პარლამენტში მისი მხარდაჭერა. საგანგებო მდგომარეობის გაუქმება გვაძლევს შესაძლებლობას, ხელი არ შეეშალოს საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესს. „ქართული ოცნების“ გუნდმა პოლიტიკური მოღვაწეობა დავიწყეთ ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნვით, რაც დღემდე მთავარ პრიორიტეტად რჩება. ამ ცვლილებების არსიც სწორედ ამ მიზანს ემსახურება. ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს მოქალაქეებზე ზრუნვას და მათი სიცოცხლის დაცვას“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.