Ვინ არის ქართველი "კანონიერი ქურდი" რომელიც თურქეთში დააკავეს
Tbilisi Daily
თურქეთის ქალაქ სტამბოლში სამართალდამცველებმა სპეცოპერაცია ჩაატარეს, რის შედეგადაც ქართველი „კანონიერი ქურდი“ გურამ ჩიხლაძე, იგივე „კვეჟოვიჩი“ და მისი გარემოცვის რამდენიმე წევრი აიყვანეს.
მას იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო ფლობას ედავებიან, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, ეს დაკავება უკავშირდება დანაშაულის პრევენციას, ვინაიდან თურქეთის სპეცსამსახურებს ჰქონდათ ინფორმაცია კრიმინალურ კლანსებს შორის მოსალოდნელი სისხლიანი დაპირისპირების შესახებ. ამ დაპირისპირების ცენტრალური ფიგურა კი გურამ ჩიხლაძე გახლავთ, რომელსაც ქურდულ სამყაროში უკვე ძალიან ბევრი მტერი ჰყავს.
ჩიხლაძე თურქეთში მიმდინარე წლის თებერვალშიც დააკავეს, თუმცა მალევე გაათავისუფლეს.
მანამდე ის სასჯელს ორჯერ იხდიდა რუსეთში, საბოლოოდ კი რუსეთიდან გააძავეს და კრიმინალური „კარიერა“ სწორედ თურქეთში განაგრძო.