მარნეულში მსოფლიო ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე აღინიშნა
Marneuli Daily
მარნეულის მუნიციპალიტეტში, მსოფლიო ახალგაზრდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, კულტურის სახლის მიმდებარე სკვერში, საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლებისა და ადგილობრივად ფუნქციონირებადი პროფესიული სასწავლებლების წარმომადგენლებმა სასწავლო პროგრამების პრეზენტაციას გამართეს.
ღონისძიებაზე ჯამში რვა უნივერსიტეტი და ორი ადგილობრივი პროფესიული კოლეჯი იყო წარმოდგენილი.
ღონისძიებას ორგანიზებას უწევდა მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია, რომლის მიზანს ახალგაზრდებისთვის უმაღლესი და პროფესიული განათლების მიღების შესაძლებლობების შესახებ სრულყოფილი და ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება წარმოადგენდა.
დღევანდელ აქტივობას, მარნეულის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, ადგილობრივი ახალგაზრდები და თემით დაინტერესებული სხვა პირები ესწრებოდნენ.
#მარნეული
#marneulidaily
#ახალგაზრდა
წყარო: რადიო მარნეული
#ახალიამბები