აფხაზეთიდან რუხის საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული კაცი მოათავსეს
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
რუხის საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული ორი ახალი პაციენტი, ახალგაზრდა ქალი და კაცი მოათავსეს. საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელ მაიკო ჯანაშიას განცხადებით, კაცი ოკუპირებული აფხაზეთიდან არის გადმოყვანილი.
რაც შეეხება ქალს, ის თბილისის მკვიდრია, ადრე დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი და იმყოფებოდა საკარანტინე სივრცეში.
რუხის საავადმყოფოში ჯამში 5 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს. 3 მათგანი მესტიის მუნიციპალიტეტის მცხოვრებია. პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
29 აგვისტოს ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში 269 პირი გამოიკვლიეს კორონავირუსზე.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსი 1 469 პირს დაუდასტურდა, მათგან 1 221 გამოჯანმრთელდა.
https://www.radiotavisupleba.ge/a/30811219.html
#ახალი_ამბები
#twitter
#კორონავირუსი_(covid-19)