5 მაისიდან ბათუმი გაიხსნება

Batumi Daily

5 მაისიდან ბათუმი გაიხსნება, რაც იმას ნიშნავს, რომ ბათუმელებს ქალაქის დატოვება და ქალაქში შემოსვლა თავისუფლად შეეძლებათ ისევე როგორც ყველა სხვა მსურველს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გახარიამ განაცხადა. ჯერ-ჯერობით შეზღუდვები დარჩება თბილისსა და რუსთავშიც, თუმცა პრემიერმა არ გამორიცხა ამ ქალაქებშიც კვირის ბოლომდე შეზღუდვების გაუქმება. რაც შეეხება ქუთაისს, ბათუთან ერთად ისიც გაიხსნება. თუმცა, მღძოლის ჩათვლით სამ მგზავრზე მეტი ადამიანის ერთი ავტომობილით გადაადგილება მაინც აკრძალულია. ძალაშია კომენდანტის საათიც. საგანგებო მდგომარეობა ქვეყნის მასშტაბით, ჯერ-ჯერობით, 22 მაისამდე გაგრძელდება. საუბარი დაიწყო ტურისტული ინდუსტრიის გახსნასა და შიდა ფრენების აღდგენაზე. თუმცა, ამ მიმართულებით კონკრეტული თარიღები არ დასახელებულა. გაუქმებულია მუნიციპალური ტრანსპორტიც და რკინიგზის მომსახურებაც, რაც იმას ნიშნავს, რომ ქალაქებსშორისი გადაადგილება მხოლოდ პირადი ავტომობილებითაა შესაძლებელი. ასევე, საერთაშორისო ფრენების აღდგენაზე საუბარი არ ყოფილა, თუმცა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ტურიზმის ინდუსტრიის დასახმარებლად მისაღები ზომები დააანონსა. #შეზღუდვები #ბათუმი #ავტომობილები #მიმოსვლა #batumidaily