საქართველოში "ფაიზერის" ვაქცინა ხვალ უნდა შემოვიდეს - ეკატერინე ტიკარაძე

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, საქართველოშ 'ფაიზერის' ვაქიცინის პირველი დოზა ხვალ შემოვა. მინისტრმა განაცხადა, რომ მესამე ტალღა მოსალოდნელია და ამაზე მომატებული შემთხვევები მეტყველებს. ეკატერინე ტიკარაძემ მოსახლეობას და ბიზნეს რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდა. 'სულ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, რომ 'ფაიზერის'ვაქცინა საქართველოში ხვალ შემოვა. შესაბამისად მოხდება პირველ ლოკაციაზე, დაავადებათა კონტროლის ცენტრში მისი ტრანსპორტირება და მოგვიანებით გადანაწილდება ყველა იმ ლოკაციაზესადაც მიმდინარეობს ვაქციანციის პრცესი. ის ხელმისაწვდომი იქნება როგორც მედპერსონალისთვის, ასევე ყველა იმ ჯგუფესთვის, რომელიც გუშინ დაიშვა. მესამე ტალღა მოსალოდნელია და ყველა ის ნიშნული, რომელიც დღეს მომატებულია გვაძლევს იმის ეჭვს, რომ მნიშვნელოვნად უნდა გამკაცრდეს ყველა ის ღონისძება, რომელიც დღეს ძალაშია. არ გამოვრიცხავ, რომ შეზღუდვები ისევ დაწესდეს'-განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.