მთიანი ყარაბაღის რეგიონში გამოყენებული სამხედრო ტექნიკა: თვითმავალი არტილერია 2S3 AKATSIYA
Interworld
2S3 AKATSIYA არის საბჭოთა/რუსული წარმოების 152 მმ-იანი შეჯავშნული თვითმავალი ჰაუბიცა (საარტილერიო იარაღის ტიპი და მისი დანიშნულებაა დახურულ საცეცხლე პოზიციაზე იერიშის მიტანა), რომლის პირველი პროტოტიპი 1969 წელს შეიქმნა და შეიარაღებაში 1971 წელს იქნა მიღებული.
152 მმ-იანი 2S3 AKATSIYA შექმნილია იმისთვის, რომ ზიანი მიაყენოს მოწინააღმდეგის სიღრმეში (ღია და დახურულ სივრცეში) არსებულ ძალებს, იარაღსა და სამხედრო ტექნიკას.
2S3 დღესდღეობითაც გამოიყენება რუსეთის სამხედრო ძალებში და მსოფლიოს რამდენიმე სხვა სახელმწიფოს შეიარაღებაში, რომელთა შორის არიან სომხეთი და აზერბაიჯანიც და ისინი ერთმანეთის წინააღმდეგ იყენებენ ზემოხსენებულ საარტილერიო დანადგარს მთიანი ყარაბაღის რეგიონის ომში.
2S3 AKATSIYA 2A33 152 მმ-იანი ჰაუბიცით არის აღჭურვილი, რომელიც წარმოადგენს D-20 ტიპის ბუქსირებადი ჰაუბიცის სახეცვლილ ვარიანტს და მას 10 წთ-ში 30 ერთეული გასროლის, ხოლო 1 სთ-ში 75 ერთეული გასროლის შესრულება შეუძლია.
2S3-ს შეუძლია საბრძოლო მასალის საკმაოდ ფართო სპექტრის გასროლის შესრულება, რომელთა შორის არის HE-FRAG OF-540-ის ტიპის ჭურვილი და მისი მაქსიმალური დიაპაზონი არის 18 500 მეტრი.
AKATSIYA ინფრა-წითელი ღამის ხედვისა და ე.წ. NBC სისტემით არის აღჭურვილი. აღნიშნული „NBC სისტემა“ დანადგარი კოშკურას წმენდს გასროლის შედეგად წარმოქმნილი კვამლისგან.
მომზადებულია რატი ერისთავის მიერ.
#Armenia #Azerbaijan #Nagorno #Karabakh #conflict #military #interworld