მოვუწოდებ პოლიტიკურ პარტიებს, რომ განახორციელონ დადებული შეპირებები - მარკეტა გრეგოროვა
Pirveliradio Ge
http://pirveliradio.ge/?newsid=143703
მოვუწოდებ პოლიტიკურ პარტიებს, რომ განახორციელონ დადებული შეპირებები, რაც იქნება კიდევ ერთი ნაბიჯი წინგადადგმული ადმინისტრაციული და სასამართლო რეფორმებისკენ - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ჩეხეთიდან, მარკეტა გრეგოროვმა განაცხადა. მან საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, მარტის ხელშეკრულების განხორციელების აუცილებლობაზეც გაამახვილა ყურადღება.
„მე ამაყი ვარ, რომ ვმუშაობ და მეტიც, ვაფართოებ ამ ურთიერთობას. მინდა, ასევე მივულოცო ყველა ქართულ პარტიას 2020 წლის 8 მარტის ურთიერთგაგების მემორანდუმი და ერთობლივი განცხადება, რაც წარმოადგენს გადამწყვეტ ნაბიჯს საქართველოში პოლიტიკური გარემოს დეპოლარიზაციისა და ნორმალიზებისკენ. განსაკუთრებით კი, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ. დამატებით, მე ვიმედოვნებ და მოვუწოდებ დაინტერესებულ მხარეებს, რომ დაპირებული ზომები განხორციელდეს და ეს იქნება ნაბიჯი დემოკრატიული, ადმინისტრაციული და სასამართლო რეფორმებისკენ. საქართველოს წინსვლისთვის, მე მოვუწოდებდი, ჩაეტარებინათ სრული გამოძიება აღმასრულებელი ხელისუფლების ძალადობასთან დაკავშირებით, საპროტესტო აქციის მონაწილეებისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიმართ. მოვუწოდებ კომისიას, სრულად დაუჭირონ მხარი ევროკავშირთან თავისუფალ ვაჭრობას კოორდინირებული დახმარებით, რათა წავახალისოთ მდგრადი ეკონომიკური განვითარება და ეკონომიკურ სისტემაში სტრუქტურული რეფორმები. მათ შორის ბაზრის პრინციპებისა და სამართლიანი ბიზნეს გარემოს წახალისებით, კერძოდ კი, მცირე, საშუალო და რეგიონული ბიზნესისთვის.
მიუკერძოებელი, გამჭვირვალე და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა დემოკრატიული საზოგადოების საფუძველია. ამასთან, მოსამართლეთა შერჩევისა და დანიშვნის პროცედურა უნდა აკმაყოფილებდეს უმაღლეს პროფესიულ და რეპუტაციის სტანდარტს. აუცილებელია მთავარი მიზნების კონსოლიდაცია, რათა დაცული იყოს კანონის უზენაესობა და პოლიტიკური გავლენის დასაძლევად“, – აცხადებს გრეგოროვა.