შინაგან საქმეთა სამინისტრომ კოვიდ-19-ის რეგულაციების დარღვევის 1 634 ფაქტი გამოავლინა
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
ეპიდემიოლოგების განცხადებებს , რომ მოქალაქეები ბოლო პერიოდში არ იცავენ დაწესებულ შეზღუდვებს და დაბალია პირბადისტარების შემთხვევები,ადასტურებს შსს-ს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბოლო 24 საათის დაწესებული რეგულაციების დარღვევის1 634 ფაქტი გამოვლინდა. 1 359 მოქალაქე დაჯარიმდა იმისთვის, რომ პირბადე არ ეკეთა. მათ შორის იყო 173 ისეთი, ვინც ამ წესის დარღვევის გამო მეორედ დააჯარიმა საპატრულო ეკიპაჟმა.ჯარიმა დაუწერეს102 მოქალაქეს, რომლებიც ე.წ-ლი ,,კომენდატის საათის დროს“ გადაადგილდებოდნენ.