ჯო ბაიდენმა ფინანსთა მინისტრის პოსტზე ჯანეტ იელენის კანდიდატურა წარადგინა

Tbilisi Daily

აშშ-ს არჩეულმა პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენიმა ფინანსთა მინისტრის პოსტზე ჯანეტ იელენის კანდიდატურა წარადგინა. „მიხარია, რომ მეძლევა საშუალება ფინანსთა მინისტრის პოსტზე ჯანეტ იელენი წარვადგინო. მასზე კარგად კრიზისთან ბრძოლისთვის არავინაა მომზადებული“, - ნათქვამია ბაიდენის განცხადებაში. 74 წლის ჯანეტ იელენი გამოცდილი ეკონომისტია. 2014-2018 წლებში ის ამერიკის ფედერალურ სარეზერვო სისტემას ხელმძღვანელობდა. მანამდე ბაიდენმა თეთრის სახლის საზოგადოებასთან ურთიერთობის გუნდიც წარადგინა.