იენს სტოლტენბერს ოკუპირებული აფზახეთიდან მოუწოდეს ნუ ყოფს ქვეყნებს "თავისიანებად და უცხოებად"

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

რუსეთის მიერ უკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო  რესპუბლიკის სააგარეო საქმეა სამინისტრო ნატოს მოუწოდებს შეწყიტოს „ორმაგი სტანდარტის პრაქტიკა და რეგიონის ქვეყნების თავისიანებად და უცხოებად დაყოფა“. ასე გამოეხმაურნენ სოხუმში ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის კომენტარს, რომელიც შეეხებოდა რუსეთის მცდელოდბას ხელი შეუშალოს საქარტთველოსა და უკრაინას გახდნენ ნატოს წევრები. იენს სტოლტენბერგმა  განაცხადა რომ “თითქმის პროვოკაციაა”  სუვერენული სახელმიფოს მიერ საკუთარი მომავლის განსაზღვრის უფლების ეჭვქვეშ დაყენება. "სტოლტენბერგის თანახმად, ისეთი ქვეყნების სუვერენიტეტი, როგორიცაა საქართველო ან უკრაინა, ნატოსთვის წმინდაა და ალიანსის ხელმძღვანელი სიტყვიერად მზადაა დაიცვას ეს ქვეყნები ნებისმიერი, თუნდაც წარმოსახვითი ხელყოფისაგან. ნატოს ხელმძღვანელი ფიქრადაც არ უშვებს, რომ საქართველოსა და უკრაინის მიერ თავისი მომავლის განსაზღვრის უფლება კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს. ამასთან, სტოლტენბერგის ლოგიკით  არსებობენ სხვა სახელმწიფოები, რომლებიც არ ექვემდებარებიან ნატოს კრიტერიუმებს და რომლებსაც, მისი აზრით, არ აქვთ თავიანთი ბედის დამოუკიდებლად გადაწყვიტის უფლება. ეჭვგარეშეა, რომ ნატოს ხელმძღანელი აფხაზეთის რესპუბლიკას ამ უკანასკნელ კატეგორიას მიაწერს. და სახელმწიფოს დამადასტურებელი არანაირი ობიექტური ნიშნები, მათ შორის საერთაშორისო სამართლით გამყარებული, ასევე არც აფხაზეთის რესპუბლიკის, როგორც დამოუკიდებელი ქვეყნის ფაქტობრივი არსებობდა  ბოლო 25 წლის განმავლობაში, გავლენას არ ახდენს ნატოს პოლიტიზირებულ პოზიციაზე“,- ნათქვამია   დე ფაქტო საგარეო უწყების განცხადებაში.  უწყებაში მიიჩნევენ,  რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი „ვერ ელევა ცივი ომისდროინდელ წარმოდგენებს“ და მსოფლიოს „მტრულ ბანაკებად“ ყოფს. ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა, გუშინ საგარეო საკითხებზე, პარიზის სამეცნიერო სკოლის მიერ ორგანიზებულ ვიდეო კონფერენციაზე, შესაბამისი კითხვისის პასუხად განაცხადა, რომ რუსეთს არ აქვს უფლება საქართველოსა და უკრაინას, როგორც სუვერენულ სახელმწიფოებს გადაუწყვიტოს იყვენენ თუ არა ისინი ჩრდილოატრანტიკური კავშირის წევრები. „რუსეთს, ჩარევის, დაბლოკის და სუვერებული ქვეყნების წევრობის სურვლის შეჩერების  მცდელობის უფლებაც არ აქვს“,- განაცხადა სტოლტენბერგმა. მისი სიტყვებით გახდება თუ არა ქევყანა ნატო-ს წევრი, ეს საქართველოსა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გადასაწყვეტია და არავისი სხვისი. ”რადგან ყველაფერი დანარჩენი იქნება სუვერენული დამოუკიდებელი სახელმწიფოს სუვერენული უფლებების ხელყოფა. რაც მათ (რუსეთის ფედერაციამ) გააკეთეს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობის ხელყოფით, მიუღებელია. იგივე ეხება, რა თქმა უნდა უკრაინას: ყირიმის უკანონო ანექსია, დონბასის დესტაბილიზაცია აღმოსავლეთ უკრაინაში არღვევს  იმ ფუნდამენტურ პრინციპებს, რომელთა წყალობითაც ჩვენ ვქმნით მშვიდობიან და სტაბილურ სამყაროს ”, - თქვა ნატოს გენერალურმა მდივანმა. https://www.radiotavisupleba.ge/a/31052475.html #ახალი_ამბები #twitter