20-21 ივნისის მოვლენების დროს დაზარალებულები შსს-სგან ზიანის ანაზღაურებას ითხოვენ
On.ge
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების შედეგად დაზარალებულმა სამმა პირმა დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი წარადგინა. ისინი შინაგან საქმეთა სამინისტროსაგან ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის გამო მატერიალური ან/და მორალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვენ. მოსარჩელეთა შორის 1 ჟურნალისტი და აქციის 2 მონაწილეა. სასამართლოში მათ ინტერესებს საია იცავს.
https://on.ge/story/58273-20-21-%E1%83%98%E1%83%95%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%93%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%A1-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%96%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-%E1%83%A8%E1%83%A1%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9C-%E1%83%96%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%96%E1%83%A6%E1%83%90%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90%E1%83%A1-%E1%83%98%E1%83%97%E1%83%AE%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9C
"ჟურნალისტი 20-21 ივნისის მოვლენების ეპიცენტრში პროფესიული საქმიანობის განხორციელების დროს დაზიანდა. მას რეზინის ტყვია მოხვდა მარცხენა მხარში, რის შედეგადაც მხრის ღია სისხლმდენი ჭრილობა და მარცხენა მხრის ძვლის ღია მოტეხილობა მიიღო."
#News