სომხეთში 500-მდე Ინფიცირებულის მდგომარეობა მძიმეა
Tbilisi Daily
სომხეთში 500-მდე კოვიდინფიცირებული მძიმე მდგომარეობაშია. Ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა.
არსენ ტოროსიანის თქმით, მათგან 55 პაციენტის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. მისივე თქმით, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 16 პაციენტია შეერთებული.
"ექიმები ჯერჯერობით ვერ ახერხებენ მკვეთრად შეამცირონ მძიმე პაციენტების რიცხვი. ამიტომ, მოქალაქეებმა მკაცრად უნდა დაიცვან უსაფრთხოების ნორმები“, - აცხადებს ტორისიანი.
ბოლო მონაცემებით, სომხეთში კორონავირუსით 9 492 ადამიანია დაინფიცირებული. Ინფექციამ უკვე იმსხვერპლა 139 პაციენტი, 3 402 კი გამოჯანმრთელდა.
news
სომხეთ
covid19
ინფიცირებული