"საკუთარ თავზე უფრო დავიჯერებდი ასეთ რამეს, ვიდრე ესებუაზე

Tbilisi Daily

"სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის" ზუგ­დი­დის ფი­ლი­ალ­ზე თავ­დას­ხმა­ზე არ­სე­ბუ­ლი არა­ერ­თი კი­თხვა დღემ­დე პა­სუ­ხგა­უ­ცე­მე­ლია. გრძელ­დე­ბა ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი 32 წლის ყო­ფი­ლი სამ­ხედ­როს ბად­რი ესე­ბუ­ას და­სა­კა­ვებ­ლა­დაც, თუმ­ცა სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წილს არ სჯე­რა, რომ და­ნა­შა­უ­ლის ჩამ­დე­ნი ნამ­დვი­ლად ის არის. "კვი­რის პა­ლიტ­რა" მის მე­გო­ბარს ესა­უბ­რა. გთა­ვა­ზობთ ნა­წყვეტს ინ­ტერ­ვი­უ­დან: ირაკ­ლი, ყო­ფი­ლი სამ­ხედ­რო: - რო­გორც კი ვი­დე­ო­ფი­რი ვნა­ხე, მივ­ხვდი, რომ ბან­კში შეჭ­რი­ლი პირი მოქ­მე­დი ან ყო­ფი­ლი სამ­ხედ­რო იყო. ჩვენ მა­შინ­ვე ვცნობთ ერ­თმა­ნეთს მა­ნე­რე­ბით, სა­უბ­რით, ია­რა­ღის ჭე­რით... ერ­თა­დერ­თი, რა­მაც გა­მაკ­ვირ­ვა, აგ­რე­სია იყო, ფეხს რომ უქ­ნევს მძე­ვალს. ვი­ფიქ­რე, ეტყო­ბა, ძა­ლი­ან გა­ამ­წა­რეს-მეთ­ქი... ფორ­მაც ვი­ცა­ნი - ნას­ხვი­სა­რი არ იყო, ეტყო­ბო­და, დიდ­ხანს ჰქონ­და ნა­ტა­რე­ბი. რამ­დე­ნი­მე წლის წინ წა­მო­ვე­დი ჯა­რი­დან და არ ვიცი, შიგ­ნით რა ხდე­ბა. ბი­ჭე­ბი ამ­ბო­ბენ, კვე­ბა, ტან­საც­მე­ლი და სა­ცხოვ­რე­ბე­ლი პი­რო­ბე­ბი გა­უმ­ჯო­ბეს­დაო. იმე­დია, და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბაც შე­იც­ვა­ლა.ვი­ცო­დი, ესე­ბუა ჯან­მრთე­ლო­ბის გამო წა­ვი­და შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი­დან, ფილ­ტვე­ბი აწუ­ხებ­და და გა­მიკ­ვირ­და, იმ მძე­ვალ­მა რომ თქვა, მი­თხრა, შენი სამ­სა­ხუ­რი სამ­სა­ხუ­რი გგო­ნი­აო? შემ­დეგ მძევ­ლებ­მა გა­ავ­რცე­ლეს ინ­ფორ­მა­ცია შიდა ვი­თა­რე­ბა­ზე და ვი­ფიქ­რე, ხელ­ყუმ­ბა­რას არ გახ­სნი­და-მეთ­ქი. ახ­ლაც ასე მგო­ნია. - რა­ტომ? - არ გა­ი­მე­ტებ­და ხალ­ხს, აღარ სჭირ­დე­ბო­და სის­ხლის ღვრა. ორ­ჯე­რაც შე­სა­ში­ნებ­ლად გა­ის­რო­ლა. სამ­ხედ­რო­ებს სიკ­ვდი­ლი ყელ­ში გვაქვს ამო­სუ­ლი და მცი­რე მი­ზე­ზი საკ­მა­რი­სია, რომ სის­ხლი არ დავღვა­როთ, თა­ნაც, სა­ხელ­მწი­ფო მის მო­თხოვ­ნებს და­ე­თან­ხმა. ისიც იცო­და, რომ გახ­სნი­ლი ხელ­ყუმ­ბა­რით ხელ­ში არა­ვინ ეს­რო­და, ამი­ტო­მაც არ იშო­რებ­და ხე­ლი­დან. როცა მისი გვარ-სა­ხე­ლი გა­მო­ცხად­და, ყუ­რებს არ და­ვუ­ჯე­რე. ალ­ბათ, ბევ­რს უთ­ქვამს, მის­გან წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი­აო და, მეც ვამ­ბობ - სა­კუ­თარ თავ­ზე უფრო და­ვი­ჯე­რებ­დი ასეთ რა­მეს, ვიდ­რე ესე­ბუ­ა­ზე. ერთ-ერთი მე­დი­ის ცნო­ბით, სე­ნა­კის მე­ო­რე ქვე­ი­თი ბრი­გა­დის სხვა სამ­ხედ­რო­ებ­ზეც მი­ი­ტა­ნეს ეჭვი, თე­მურ ხვიბ­ლი­ან­ზე, რო­მე­ლიც მარ­თლა არა­ფერ შუ­ა­შია, თით­ქმის დავ­რწმუნ­დი, რომ ესე­ბუ­ა­ში შე­ე­შა­ლათ."ისე, იმდენ ვინმეს მიედ-მოედვნენ და ტროლებიც ისე გააქტიურდნენ, ჯარისკაცი სადამდე მიიყვანესო, მივხვდი, შეიარაღებულ ძალებზე მიზანმიმართული შეტევაა. სხვა თუ არაფერი, ხვიბლიანი სიმაღლეში 1,95-ია, ეჭვმიტანილი ესებუა კი აშკარად დაბალი, თუმცა ჩანაწერში ბევრად მაღალი ჩანს, რადგან ტანზე მომდგარი ფორმა აცვია, ველოდი, გამოვიდოდა და აყვირდებოდა, მე რა შუაში ვარო, მაგრამ შუაში რომ არ იყოს, მის უბედურ მშობლებს ასეთ მდგომარეობაში არ ჩააყენებდა. არადა, ძალზე მზრუნველი შვილი იყო. არავითარ შრომას არ თაკილობდა, რომ მამისთვის საქმე შეემსუბუქებინა. ხანდახან ვფიქრობ, თავს ხომ არაფერი აუტეხა-მეთქი. უმძიმესი იყო მამამისის მოსმენა, შვილს პოლიციაში ჩაბარებისკენ რომ მოუწოდა. სახლში თუ მეგობრებში ყველა სხვანაირია, ჯარში კი ადამიანი ისეთია, როგორიც ნამდვილად არის, ესებუას აგრესია კი არა, ზედმეტი ემოცია არავის ახსოვს. - იპოვეთ მსგავსება ბანკში მყოფ პირსა­ და თქვენს მეგობარს შორის? - ხმით მივამსგავსე... თვალებით - ნამდვილად ვერა... ვერ წარმომიდგენია, როგორ მოემზადა ასე, როგორ დაგეგმა ასე ზუსტად ყველაფერი, როგორ გარისკა. მაღალტექნოლოგიური ლინზები ეკეთაო... არის დეტალები, რასაც მის ტიპაჟთან ვერ ვაკავშირებ. მგონი, მარტო არ მოქმედებდა, ვიღაცამ კარგად მოამზადა. სავარაუდოდ, ჰყავს თანამზრახველები, შესაძლოა ორი ან მეტიც... თუმცა ეს მას არ ამართლებს. მთავარია, რის გამო წავიდა ამაზე. არ მჯერა, რომ მან ეს ფულის გამო გააკეთა და თან მარტომ. ითქვა, მოთამაშე იყოო. ეს პრობლემა ნამდვილად დგას შეიარაღებულ ძალებში. უამრავმა სამხედრომ სწორედ ამიტომ დაანება თავი ჯარს, ხელფასი დაუყადაღეს და ბაზაში მოსასვლელი ფული არ ჰქონდათ. - უამრავი ვერსია გახმაურდა, ისიც, რომ შესაძლოა უკვე არაკონტროლირებად ტერიტორიაზეა. - გამორიცხულია, ყოფილი სამხედრო, თანაც 2008 წელს ნაბრძოლი, აფხაზეთში არ გადავიდოდა. ნახევარი კი არა, რამდენიმე მილიონიც­ რომ ჰქონდეს, მას იქ უსაფრთხოების გარანტია არა აქვს. მე მის თანამზ­რ­ახველობას უფრო დავიჯერებ, ვი­დ­რე იმას, რომ თავად შეიჭრა ბანკში.