საქართველოში კორონავირუსის 742 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 12 პაციენტი 

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

საქართველოშიკორონავირუსის742 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 081 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო ბოლო დღე-ღამეშიგარდაიცვალა 12 პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 18 007 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 10 627, „პისიარ“ ტესტით - 7 380. ინფიცირების ახალი შემთხვევიდან:თბილისში გამოვლენილია 340 შემთხვევა, აჭარა - 33, იმერეთი - 89, ქვემო ქართლი - 31, შიდა ქართლი - 49, გურია - 21, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 70, კახეთი - 75, მცხეთა-მთიანეთი - 20, სამცხე-ჯავახეთი -12, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 2. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 6 903, საიდანაც:2 842 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 395, აჭარაში - 214, იმერეთში - 564. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 670 პირი, მათ შორის, თბილისში - 310, აჭარაში - 48, იმერეთში - 173. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 177 პირი, მათგან თბილისში - 134, აჭარაში- 1, იმერეთში - 20. 347 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 174 - თბილისში, 121 - აჭარაში, 15 - იმერეთში. 3 714 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.