NGO-ები პარლამენტს მოუწოდებენ მაუწყებლობის შესახებ კანონში შესატანი ცვლილელები არ მიიღოს

On.ge

საზოგადოებრივი ორგანიზაციები პარლამენტს მოუწოდებენ არ მიიღოს მაუწყებლობის კანონში შესატანი ცვლილელები, რადგან მიაჩნიათ, რომ შემოთავაზებული ცვლილებებით შეიზღუდება საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებული მასობრივი ინფორმაციის საშუალებების თავისუფლების და ცენზურის დაუშვებლობის ძირითადი პრინციპი. ბავშვის ჭეშმარიტ ინტერესებზე მორგებული ცვლილებების მომზადების პროცესში ისინი არასამთავრობო სექტორისა და დაინტერესებული პირების ჩართულობას ითხოვენ. https://on.ge/story/62204-ngo-%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%A3%E1%83%AC%E1%83%9D%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%94%E1%83%9C-%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A3%E1%83%AC%E1%83%A7%E1%83%94%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%91-%E1%83%99%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%A8%E1%83%98-%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98-%E1%83%AA%E1%83%95%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-%E1%83%90%E1%83%A0-%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%98%E1%83%A6%E1%83%9D%E1%83%A1 ცვლილებების თანახმად, კანონს ემატება 561 და 562 მუხლები. კანონპროექტით შემოტანილია ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის ცნება, დგინდება პროგრამათა კატეგორიების განმსაზღვრელი კრიტერიუმები, რომლებიც, თავის მხრივ, ადგენს, თუ რა ჩაითვლება არასრულწლოვანისთვის შეუფერებელ პროგრამად ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით. #News