აუცილებელია, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ნაწილი მიამაგრონ კონკრეტულ საავადმყოფოებს

Pirveliradio Ge

http://pirveliradio.ge/index.php?newsid=140270 აუცილებელია, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ნაწილი - ავტობუსები, სამარშრუტო ტაქსები ადგილობრივმა მუნიციპალიტეტებმა პირდაპირ მიამაგრონ კონკრეტულ საავადმყოფოებს - ამის შესახებ ,,ევროპლი საქარტველოს: ერტ-ერთი წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი სოცილაურ ქსელში წერს. ,,ახალი კორონავირუსის გავრცელების მასშტაბის შესამცირებლად მთავრობამ დამატებითი შეზღუდვები აამოქმედა და, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ამოცანებიდა გამომდინარე, აუცილებელ ნაბიჯად მიიჩნია საზოაგდოებრივი ტრანსპორტის სრულად გაჩერება. ასეთ დროს გასათვალისწინებელია უამრავი დაბალხელფასიანი ექიმისა და ექთანის მდგომარეობა, რომლებსაც არ შეუძლიათ ტაქსის საფასურის გადახდა. გამოსავალი ვერ იქნება ვერც ამ ხარჯის საავადმყოფოებზე დაკისრება, რადგან კრიზისის დაწყებამდეც საავადმყოფოების ფინანსური მდგომარეობა და ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან მათ მიმართ დავალიანება უკვე იყო საზოგადოებაში განხილვის საგანი. ამიტომ აუცილებელია, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ნაწილი - ავტობუსები, სამარშრუტო ტაქსები ადგილობრივმა მუნიციპალიტეტებმა პირდაპირ მიამაგრონ კონკრეტულ საავადმყოფოებს და უზრუნველყონ რეგულარულად, ცვლების მიხედვით, მედპერსონალის გადაყვანა სახლიდან საავადმყოფოში და უკან",- წერს ჭიაბერაშვილი.