კორონავირუსის 4 დადასტურებული შემთხვევა ლენჯერში.
Zugdidi Daily
საქართველოში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან 4 პაციენტის ინფიცირების წყარო ლენჯერს უკავშირდება.
ამასთან დაკავშირებით თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, მარინა ეზუგბაია საუბრობს :
„ესენი არიაინ კონტაქტები უკვე დადასტურებულ შემთხვევებთან.“
მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, 3 არის ე.წ. იმპორტირებული შემთხვევა, 2 პაციენტის ინფიცირების წყარო უცნობია და მიმდინარეობს ეპიდკვლევა.
საქართველოში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გამოჯანმრთელდა 20 ადამიანი. დღევანდელი, 21 აგვისტოს მონაცემებით, სულ დადასტურებულია 1385 შემთხვევა და გამოჯანმრთელებულია 1128 მოქალაქე.
#მესტია #ლენჯერი #სამეგრელოზემოსვანეთი #კორონავირუსი #დადასტურებულიშემთხვევა #ინფიცირებისწყარო #zugdididaily
_____________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.
Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com