„ლევანი კონტაქტური არ არის“ – როგორია გოგი თოფაძის შვილიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა
Tbilisi Daily
ყოფილი დეპუტატის შვილიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, როგორც ადვოკატი ამბობს,
ლევანი ჯერ კონტაქტური არ არის, თუმცა დედამ შეძლო წუხელ მისი მონახულება.
„ლევანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, მომხდართან დაკავშირებით გამოკითხვაზე ჯერ ოჯახის წევრები დაბარებულნი არ არიან.
მე როგორც ვიცი დედამ ინახულა გუშინ, ვინაიდან რეანიმაციულ განყოფილებაშია არ არის მიზანშეწონილი მეტი მნახველი შევიდეს მასთან. ამ ეტაპზე ლევანი კონტაქტური არ არის.
იმედს გამოთქვამენ, რომ ყველაფერი კარგად იქნება“, – აცხადებს ადვოკატი.
შეგახსენებთ, რომ თბილისში, საკუთარ სახლში ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილი დაჭრეს. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ბ.ჟ.-მ მიმდინარე წლის 2 აგვისტოს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1998 წელს დაბადებულ ლ.თ.-ს, მისსავე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ცივი იარაღით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
წყარო პრაიმტაიმი
#ახალიამბები