ეპიდვითარება სამეგრელო-ზემო სვანეთში
Zugdidi Daily
ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 907 ახალი დადასტურებული შემთხვევა, -ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერატიული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
დღე-ღამის განმავლობაში სამეგრელო-ზემო სვანეთში Covid19-ის 299 ახალი შემთხვევა დადასტურდა. 263
ბოლო მონაცემებით საქართველოში:
კორონავირუსით ინფიცირებულია - 187 006
გამოჯანმრთელებულია - 154 241
გარდაცვლილია - 1 744
კარანტინის რეჟიმში რჩება - 1 012
კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები - 3227
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 6 817
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე,სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სიახლეებსა და ბლოგებს.
#ახალიამბები
#კორომავირუსი
#zugdididaily