რას სწერდა თამარ ბაჩალიაშვილი მასწავლებელს

Tbilisi Daily

სოციალურ ქსელში თამარ ბაჩალიაშვილის წერილი ვრცელდება, რომელიც პატარა გოგონამ საკუთარ მასწავლებელს მისწერა. ,,თამუნა მასწავლებელო, ძალიან მიყვარხარ, მოგვიანებით გილოცავ გიორგობას. ძალიან ვამაყობთ თქვენით, რომ შემხვდით და კარგად დაიწყეთ ჩემი სწავლა. ძალიან დიდ მადლობას ვუხდი ღმერთს რომ ასეთი მასწავლებელი შემხვდა. მე თქვენ ძალიან დიდ პატივს გცემთ, ძალიან მომწონხართ და მიყვარხართ. როგორც დედაჩემი მიყვარს, ისე მიყვარხართ თქვენ. ძალიან ჭკვიანი და ლამაზი მასწავლებელი ხართ, მთელი გულით გეუბნებით ძალიან კარგი მასწავლებელი ხართ", - წერდა პატარა თამარ ბაჩალიაშვილი მასწავლებელს.