ბიძინა ივანიშვილი ვარაუდობს, რომ "ქართულ ოცნებას" საშუალოდ 100 მანდატი ექნება
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
საპარლამენტი არჩევნებში ხმა მისცა პარტია "ქართული ოცნება-დეოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა.
მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ ხმა მისცა ქვეყნის განვთარების სტაბილურობას, მშვიდობას, ევროპულ მომავალს, ეკონომიკურ ზრდას, თითოეული ოჯახის კეთილდღეობას და ადამიანის ღირსებას და პატივის დაცვას.
ივანიშვილი ფიქრობს, რომ ადამიანზე მორგებული ღირებულებები გააზრებული აქვს მოსახლეობის უმრავლესობას და ხმას ამ მიმართულებით მისცემენ.
მმართველი პარტიის ლიდერი ვარაუდობს, რომ ახალი მოწვევის პარლამენტში "ქართულ ოცნებას" საშუალოდ 100 მანდატი ექნება.
https://www.radiotavisupleba.ge/a/30922308.html
#ახალი_ამბები
#twitter