აჭარის რეანიმაციულ განყოფილებებში 52 პაციენტი მკურნალობს

Tbilisi Daily

აჭარის რეანიმაციულ განყოფილებებში 52 პაციენტი იმყოფება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ნონა ეფაძემ განუცხადა. მისი თქმით, აჭარაში გასული დღე-ღამის განმავლობაში 174 ადამიანი გამოჯანმრთელდა. კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. სამი პაციენტი კი გარდაიცვალა. კლინიკებში მკურნალობას 521 გადის, მათგან 15 ბავშვი, ხოლო 27 ორსულია. რეანიმციაში კი 52 პაციენტი იმყოფება. მისივე თქმით, ამ მომენტისთვის კლინიკებში 83 თავისუფალი ადგილია. რაც შეეხება კოვიდსასტუმროებს, მკურნალობას 890-ზე მეტი კოვიდინფიცირებული გადის, მათ შორის 90 ბავშვია. ბინაზე მკურნალობს 100--მდე პაციენტი. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 12 272 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 6 538 ადამიანი, გარდაიცვალა 91 პაციენტი.