შსს განცხადებას აქვეყნებს ავტომაგისტრალზე მომხდარი ავარიის შესახებ

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

გამოძიება დაიწყო ავტოავარიის ფაქტზე, რომელსაც ხუთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შსს-ს პირველადი ინფორმაციით, საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად, 11-მა ადამიანმა სხვადასხვა ხარისხის სხეულის დაზიანება მიიღო. განცხადების თანახმად, 30 ოქტომბერს, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 77-ე კილომეტრზე, დასავლეთის მიმართულებით, თურქული სანომრე ნიშნებით მოძრავი სატვირთო ავტომანქანა „დაფი“ სამგზავრო მიკროავტობუსს შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) მიმდინარეობს. ცნობილია, რომ მიკროავტობუსი თბილისიდან ზუგდიდში მიდიოდა, მგზავრები კი თავისუფლების მოედანზე ენმ - „ძალა ერთობაშია"-ს საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელ შეკრებაზე იმყოფებოდნენ. ავტოავარიას გამოეხმაურა ისანში ენმ - „ძალა ერთობაშია"-ს მაჟორიტარი კანდიდატი ხატია დეკანოიძე.  „წარმოუდგენელი ტრაგედია დატრიალდა.. ჩვენი გადასარევი ადამიანები, მხარდამჭერები დავკარგეთ.. გული მაქვს გაგლეჯილი", - წერს პოლიტიკოსი.  https://www.radiotavisupleba.ge/a/30919955.html #ახალი_ამბები #twitter