"გაწეული სამუშაოსთვის" ბჟანიამ გბანგას მადლობა გადაუხადა

Sokhumi Daily

ასლან ბჟანია დღეიდან განიხილება აფხაზეთის "ამჟამინდელ მეთაურად," მისი ინაუგურაციის ცერემონია გაიმართა ე.წ პრეზიდენტის სასახლეში. აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტი, ასლან ბჟანია, ინაუგურაციის შემდეგ, აფხაზეთის ე.წ პრემიერ-მინისტრ ვალერი ბგანბას შეხვდა. მათ განიხილეს "აღმასრულებელი ხელისუფლების" მუშაობის მიმდინარე საკითხები, სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის თემატიკა და აფხაზეთში კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად განხორციელებული ზომები. ”საუბრის დასასრულს, ე.წ პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა მთავრობის მეთაურს მინისტრთა კაბინეტის ეფექტური მუშაობისთვის, კონსტიტუციის შესაბამისად ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების ორგანიზებული მუშაობისთვის”. დღემდე, ე.წ პრემიერ-მინისტრი ვალერი ბგანბა იყო აფხაზეთის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი. იგი იანვარში დაინიშნა რაულ ხაჯიმბას გადადგომის შემდეგ, რასაც წინ უძღოდა პროტესტი. 2014 წლის მაისიდან სექტემბრამდე, აფხაზეთში არსებული პოლიტიკური კრიზისის დროს, ბგანბა იყო აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტი. ე.წ პრეზიდენტის სასახლის საკონფერენციო დარბაზში დღეს არჩეული პრეზიდენტის ასლან ბჟანიას ინაუგურაცია გაიმართა. ბჟანიამ საკუთარი უფლებამოსილების განხორციელება "კონსტიტუციასთან" ფიცის დადების მომენტიდან დაიწყო. #ინაუგურაცია #დეფაქტო #SokhumiDaily