შობას ვირუსისისთვის დღესასწაულად ნუ გადააქცევთ

Tbilisi Daily

„ძალიან გთხოვთ, ნუ გადააქცევთ შობას ვირუსისისთვის დღესასწაულად. ლამაზი, უსაფრთხო და მოკრძალებული საშობაო დღეებით დავამტკიცოთ, რომ ყველას გააზრებული გვაქვს, რა საფრთხის წინაშე ვართ“, - ბელგიის კრიზისის ცენტრის სპიკერი სტივენ ვან გუხტი მოქალაქეებს მიმართავს. „შობა-ახალ წელს ვირუსის გავრცელების შესამცირებლად დაწესებული ზომების დარღვევა დამატებით მინიმუმ ერთ თვიან ლოკდაუნს ნიშნავს. თუ მოსახლეობის 20%-იც კი პასუხიმსგებლობას არ გამოიჩენს, მაშინ 10 დღეში ინფიცირების შემთხვევებიც მოიმატებს და სიკვდილიანობის მაჩვენებელიც გაიზრდება. ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად საახალწლო დღეების გატარება უსაფრთხოების განცდას შეიძლება გიქმნიდეთ, მაგრამ დღეს არა. დღეს ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად დახურულ სივრცეში ყოფნის დროს ყველაზე მეტად ვრცელდება ვირუსი. დაფიქრდით და იზრუნეთ ხვალინდელ დღეზე, ვიდრე ეს დაგვიანებული არ არის“, - აცხადებს გუხტი. ბელგიაში დღეში საშუალოდ 179 ინფიცირებული საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას. 21 დეკემბრის მონაცემებით, კრიტიკულია 554 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა. 334 პაციენტი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა. 11 დან 17 დეკემბრის ჩათვლით სიკვდილიანობის ყოველდღიური მაჩვენებელი საშუალოდ 92 -ს შეადგენს. პანდემიის დაწყებიდან ბელგიაში კოვიდ19-ით 18 626 ადამიანი გარდაიცვალა.