ექიმის ინფორმაციით, შატილის გზაზე დაშავებულების მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა
Pirveliradio Ge
შატილის გზაზე ავტოავარიის შედეგად დაშავებული მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმმა, გიორგი მძინარიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
"სამი ქალბატონია შემოყვანილი კატასტროფის ბრიგადის მიერ უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში პოლიტრავმის დიაგნოზით. არის სხეულის მრავლობითი დაზიანებები, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, არასტაბილური ჰერმოდინამიკა. ორის მდგომარეობა კრიტიკულია და რეანიმაციაში არიან გადაყვანილი, ერთთან მიმდინარეობს კვლევები", - განაცხადა გიორგი მძინარიშვილმა.