აქცია ბათუმის საოლქო კომისიასთან

Tbilisi Daily

ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისია შემეჯამებელ ოქმს საპროტესტო აქციის ფონზე იღებს. სხდომა რამდენომე წუთის წინ დაიწყო. არჩევნების შემაჯამებელი ოქმს კომისიის ყველა წევრმა უნდა მოაწეროს ხელი. Შენობასთან ოპოზიციის წარმომადგენლები და მხარდამჭერები აქციას მართავენ. ისმოს შეძახილები და საყვირების ხმა. ისინი ამბობენ, რომ არჩევნები გაყალბდა. ადგილზე მობილოზებულოა პოლიცია. "ოქმების 75 პროცენტში ბალანსი არ ჯდება, მეტი რა მტკიცებულებაა საჭირო იმისთვის, რომ არჩევნების ტოტალური გაყალბება დადასტურდეს, ჩვენი პროტესტის ფონზე მოუწევთ შემაჯამებელი ოქმის შედგენა. რასაც ისინო ტექნიკურ შეცდომებს ეძახიან ესაა სწორედ გაყალბება," - განაცხადა ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გიორგი კირთაძემ. Საოლქო კომისიაში კი აცხადებენ, რომ პრეტენზიები უსაფუძვლოა. "ორი უბნის შედეგები გადავითვალეთ და არანაირი ცვლილება არ მომხდარა შედეგებში, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ადგილი ჰქონდა გამოსწორებად ტექნიკურ შეცდომებს. საჩივრენის უმრავლესობა იყპ დაისაბუთებელი, ბათუმში გვექმება მეორე ტური"-ამბობს ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ციალა შავაძე.