ლევან რატიანი - ბოლო 24 საათში 12 გამოჯანმრთელებულია, გაეწერა 13 წლის ბავშვი
Tbilisi Daily
თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, კლინიკიდან დღეს კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული ხუთი პაციენტი გაეწერება, მათ შორის 13 წლის მოზარდი.
მისი თქმით, ამჟამად კლინიკაში 68 კოვიდინფიცირებული მკურნალობს.
„ამჟამად, კლინიკაში 88 პაციენტი გვყავს. აქედან 68 არის კორონა დადასტურებული შემთხვევა. დღეს, რამდენიმე წუთში, კლინიკიდან გაეწერება გამოჯანმრთელებული ხუთი პაციენტი. ბოლო 24 საათის განმავლობაში, ჩვენი კლინიკიდან გაეწერა 12 გამოჯანმრთელებული პაციენტი. ასევე, გაეწერა ყველაზე ახალგაზრდა 13 წლის ბავშვი, რომელიც ჩვენს კლინიკაში 24 დღის განმავლობაში იწვა. პროტოკოლის მიხედვით, ორჯერადად გამოვლინდა უარყოფითი და რამდენიმე წუთში მოზარდი კლინიკას დატოვებს“, – განაცხადა ლევან რატიანმა.
#კორონავირუსი
#პანდემია
#გამოჯანმრთელებული
#ლევანრატიანი
#tbilisidaily