საქართველოს მოქალაქეები სომხეთის საზღვარზე ID ბარათით გადასვლას შეძლებენ

Tbilisi Daily

საქართველოს მოქალაქეები სომხეთის საზღვარზე ID ბარათით გადასვლას შეძლებენ, ამის შესახებ სომხეთის პრემიერ - მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა საქართველოში ვიზიტის დროს განაცხადა. საქართველოს მთავრობამ აღნიშნული საკითხი სომხეთის დელეგაციასთან განიხილა. მხარეების თქმით, ეს ხელს შეუწყობს საქართველო - სომხეთის კავშირის გამყარებას. შეგახსენებთ, რომ ამჟამად საქართველოს მოქალაქეებს მხოლოდ უკრაინასა და თურქეთში შეუძლიათ ბიომეტრიული შიდა პასპორტით საზღვრის კვეთა. #საქართველო #სომხეთი #საზღვრისკვეთა #ID #tbilisidaily