Facebook-ზე, Instagram-ზე და Twitter-ზე დონალდ ტრამპის ოფიციალური გვერდები რამდენიმე საათით დაიბლოკა

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

Facebook-ისა და Instagram-ის ადმინისტრაციამ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ანგარიში 24 საათით დაბლოკა.Twitter-მაკი 12 საათით. Facebook-ის ადმინისტრაციააღნიშნავს, რომ დონალდ ტრამპის ანგარიშმა Facebook-ის პოლიტიკის ორი წესი დაარღვია. Facebook-სა და Instagram-იდანწაშლილია ვიდეომიმართვა, რომელიც დონალდ ტრამპმა ვაშინგტონში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გაავრცელა.მედიაპლატფორმაზე წაშლილია ყველა ის განცხადება და ვიდეომიმართვა, რაც ძალადობას შეიცავდა. Twitter-ისადმინისტრაციის განმარტებით, ტრამპის ანგარიში სამოქალაქო ერთიანობის პოლიტიკის განმეორებითი დარღვევების გამო დაიბლოკა. „@realDonaldTrump-ის ანგარიში 12 საათის განმავლობაში დაბლოკილი იქნება. თუ აღნიშნული ტვიტები არ წაიშლება, ანგარიში დაბლოკილი დარჩება“, - წერს Twitter-ის ადმინისტრაცია. ვითარება ვაშინგტონში მას შემდეგ დაიძაბა, რაც დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაშიშეიჭრნენ და ჯო ბაიდენის გამარჯვებას აპროტესტებდნენ. შენობიდან კონგრესმენთა ევაკუაცია განხორციელდა. არეულობის შედეგად 4 ადამიანიდაიღუპა.